




პროექტის ფარგლებში განხორციელდა თანამედროვე არქიტექტურის მქონე ცათამბჯენის ექსტერიერის სრული მოწყობა. სამუშაოები მოიცავდა ალუმინის ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემების, სტრუქტურული მინის ფასადებისა და გარე დამცავი კონსტრუქციების მონტაჟს. უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით, პროცესი მიმდინარეობდა მაღალ სიმაღლეზე, შენობის მშენებლობის პარალელურ რეჟიმში. შედეგად, კომპლექსმა მიიღო დახვეწილი, მონუმენტური იერი და მაქსიმალური მდგრადობა გარე კლიმატური პირობების მიმართ.